Thursday, February 16, 2017

ნაწილი მეორე: ორგანიზმი და შაქარი

        რამოდენიმე პოსტის წინ მოგიყევით როგორ მოქმედებს შაქარი ტვინზე, დღევანდელ პოსტში კი მინდა მოგიყვეთ შაქრის მოქმედებაზე, რომელსაც განიცდის ორგანიზმი.
        დავიწყებ იქიდან რომ დღესდღეობით ადამიანის დღიურ რაციონში ყველაზე დიდი რაოდენობით შედის მარცვლეული, იქნება ეს სუფთა სახით ბურღულეული თუ მარცვლეულიდან წარმოებული საკვები. მარცვლეული კი დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, რომელიც გლუკოზის პირველადი წყაროა. მისი დაშლა ნახშირწყლებად მიმდინარეობს ნაწლავებში. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმისთვის ნახშირწყლები ყველაზე სწრაფი ენერგიის წყაროა. ნახშირწყლების ფერმენტაცია, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რთულ ნახშირწყლებს - სახამებელს, უჯრედისს, გლიკოგენს და ა.შ., რთული პროცესია და მასთან უამრავი ფერმენტია დაკავშირებული. მისი უჯრედები ნაწლავებიდან კარის ვენაში (portal vein) გადადის, რომლის საშუალებით შემდეგ ხვდება ღვიძლში. უნდა ითქვას, რომ გლუკოზის პირველი ,,გაჩერება'' ღვიძლია. იმ შემთხვევაში, თუ ღვიძლს სჭირდება ენერგია, გლუკოზის თითქმის მთელ რაოდენობას იტოვებს და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას უშვებს დანარჩენ ორგანიზმში. ხოლო თუ ღვიძლს არ სჭირდება ენერგიის წყარო, მთელს გლუკოზას დაუთმობს ორგანიზმს.
        რაც შეეხება ფრუქტოზას, ხილის შაქარს, აქ საქმე სხვაგარადაა. და მინდა ავღნიშნო, საქმე ეხება როგორც ხილს, ასევე იმ გაზიან ტკბილ სასმელებს, რომლებიც შეიცავენ ხილის სიროფებს. ამ ტიპის საკვებიც იშლება ნაწლავებში და გადადის კარის ვენაში, საიდანაც ხვდება ღვიძლში. გლუკოზისგან განსხვავებით, ღვიძლში მუდამ ,,ჩართულია'' ფერმენტი ფრუქტოზის მისაღებად. აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ღვიძლს სჭირდება თუ არა ენერგიის წყარო. ამის მიუხედავად ის ყოველთვის იმარაგებს ფრუქტოზას. შედეგად ვიღებთ ზომაში გაზრდილ ღვიძლს, რომელიც გაცხიმოვნებისკენ არის მიდრეკილი. 
        ასეთი გაცხიმოვნებული ღვიძლი ნიშნავს მეტ ცხიმს ორგანიზმში, უფრო ზუსტად კი სისხლძარღვებში. ეს ნიშნავს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის მაღალ დონეს, რაც ხდება კიდევაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი ფაქტორი. 
        კიდევ ერთი პრობლემა, რასაც მეცნიერები ამ დროს აწყდებიან - ისინი თვლიან, რომ ასეთი მდგომარეობის დროს ინსულინი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვეღარ ასრულებს. ეს კი თავის მხრივ მაღლა წევს დიაბეტის გაჩენის რისკს. აი აქ კი უკვე მოჯადოებული წრე იქმნება - როცა ინსულინი ვერ მუშაობს სათანადოდ, სულ უფრო მეტი ფრუქტოზა გარდაიქმნება ღვიძლში ცხიმად, მეტი ქოლესტერინი გროვდება სისხლ-ძარღვებში და მაღლა იწევს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი. 
        ასეთ წრეს უკვე მეტაბოლურ სინდრომს უწოდებენ, რისი შედეგიც შეიძლება იყოს სიმსუქნე, მაღალი არტერიული წნევა, მხედველობის გაუარესება, გულის დაავადებები, მაღალი ქოლესტერინი და ა.შ.
        ერთ-ერთი საპრევენციო მექანიზმი - დავფიქრდეთ რა არის შაქარი, მივიღოთ ის როგორც განსაკუთრებული და არა ყოველდღიური საკვები.

Thursday, February 9, 2017

პალმის ზეთი - მითები და რეალობა

        დღეს მოგიყვებით ცხიმზე, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და წერენ - პალმის ზეთზე. შევეცდები გიამბოთ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. დიახ, პალმის ზეთსაც აქვს დადებითი მხარეები, სხვა ცხიმების მსგავსად. პალმის ზეთი რამოდენიმე სახეობად იყოფა: წითელი პალმის ზეთი, კერნელის პალმის ზეთი და უბრალოდ პალმის ზეთი. ამ ცხიმების ავ-კარგიანობა დამოკიდებულია მის კულტივაციაზე, გამოყენებულ სასუქებზე და ბოლოს, დამუშავებაზე. წითელი პალმის ზეთს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ცხიმად აღიარებენ პირველ რიგში მასში არსებული ანტიოქსიდანტების გამო. მოგეხსენებათ, ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ კიბოს რისკის შემცირება, ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და იცავენ უჯრედს ოქსიდაციური სტრესისგან. წითელი პალმის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ეგვიპტეში კულინარიული და სამედიცინო დანიშნულებით. ის მდიდარია კაროტინოიდებით (კაროტინი, პროვიტამინი A ) და ტოკოტრიენოლებით (ტოკოფეროლი, პროვიტამინი E). ექიმები ყოველდღიურ რაციონში 2 ჩაის კოვზ წითელ პალმის ზეთს ურჩევენ პაციენტებს, რომლეებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი ქოლესტერინი და სუსტი იმუნური სისტემა. კვლევების თანახმად, ასეთი დიეტის ერთ თვიანი კურსის შემდეგ საგრძნობლად უკეთესი შედეგები აქვთ პაციენტებს. რაც შეეხება კერნელის პალმის ცხიმს, ის უფრო მდგრადია ტემპერატურის მიმართ, ვიდრე სხვა მცენარეული და ცხოველური ნაჯერი ცხიმები, თუმცა ,,ღარიბია'' სასარგებლო ნუტრიენტებით. თვითონ პალმის ცხიმი კი ამ ჩამონათვალში უკანასკნელ ადგილზე და რიგ შემთხვევებში, მაგალითად თუ თქვენ გაწუხებთ მაღალი ქოლესტერინი ან დიდი რაოდენობით იღებთ ნაჯერ ცხიმებს (ძირითადად, ცხოველური წარმოშობის ცხიმებს ან მარგარინს), გირჩევთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისან.
        მიზეზებზე, რის გამოც გახდა პალმის ცხიმი ესეთი პოპულარული, ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი წარმოიდგინეთ პროდუქტი, რომელიც ყოველდღე გხვდებათ განსხვავებული სახით განსხვავებულ ნივთებში, იქნება ეს საკვები, კოსმეტიკა თუ საწვავი - პალმის ზეთი გამოიყენება დონატებში, შოკოლადებში, ბავშვების (და არა მარტო მათ) საყვარელ ,,ნუთელაში'', ორცხობილებში, ჩიფსებში, პურში, შამპუნებში, საპნებში, ლოსიონებში, კოსმეტიკაში, კბილის პასტებში და ბიოსაწვავშიც კი. და ეს არაა მისი ,,რეალიზების'' სრული სია. პალმის ზეთი იმდენად ფართოდაა გავრცელებული რომ ის ნებისმიერ მაღაზიაში პროდუქციის ჩამონათვლის მინიმუმ ნახევარში მაინც გვხვდება. იგი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი (ზოგიერთ საიტზე მისი 200-მდე დასახელებაც კი მოვიძიე), რამოდინემე მათგანზე (ესელესები) წინა პოსტებში მოგიყევით კიდეც:
1. Elaeis guineensis
2. Etyl palmitate
3. Glyceryl
4. Hydrogenated palm glycerides
5. Octyl palmitate
6. Palm fruit oil
7. Palm kernel
8. Palm kernel oil
9. Palm stearine
10. Palmate
11. Palmitate
12. Palmitic acid
13. Palmitoyl oxostearamide
14. Palmitoyl tetrapeptide-3
15. Palmityl alcohol
16. Palmolein
17. Sodium kernelate
18. Sodium laureth sulfate
19. Sodium lauryl lactylate/sulphate
20. Sodium lauryl sulfate
21. Sodium palm kernelate
22. Stearate
23. Stearic acid
24. Vegetable fat
25. Vegetable oil
და კიდევ მრავალი სხვა ცნობილი თუ უცნობი სახელწოდება. 
          პალმის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება. მის სამშობლოდ ეგვიპტე მიიჩნევა, სადაც მას  მოიხმარდნენ კიდეც სამედიცინო და კულინარიული დანიშნულებით. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კი პალმის ზეთის ხის - elaeis guineensis პლანტაციები გაშენდა მალაიზიაში, ინდონეზიაში და ინდოეთში. 1995 წლისთვის პალმის ზეთის რეალიზაცია გაორმაგდა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ 2050 წლისთვის ამჟამინდელი რაოდენობა ისევ გაორმაგდება. ამასობაში კი მისი პლანტაციები ინდონეზიასა და მალაიზიაში სულ უფრო მეტ ტყის ფართობს ,,წვავს'' და ჰაბიტატს უნადგურებს სხვადასხვა იშვიათ ცხოველს. ასეთი ტიპის დეფორესტაცია სულ უფრო ჩვეული ხდება ამ ქვეყნებისთვის. თანაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის პალმის ზეთის ინდუსტრია დასაქმების ერთადერთი საშუალებაა. მალაიზიაზე პალმის ზეთის მსოფლიო მასშტაბით წარმოების 54% მოდის. 2015 წელს კი ინდონეზიაში 62000 კვადრატული მილი ფართობის ტყე გადაიწვა. წარმოდგენისთვის, ეს ფართობი შვეიცარიის ფართობს ოთხჯერ აღემატება. ასეთმა დიდმა ხანძარმა 2 მილიარდი ტონის ნახშირორჟანგი გამოყო გარემოში. ეს ბუნებაში აქამდე არსებულ ყველა დამაბინძურებელ ფაქტორზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. სუმატრას მოსახლეობაში უმრავლესობას რესპირატორული დაავადებები აღენიშნება, რისი მიზეზიც სწორედ ეს ხანძრები და მისგან გამოყოფილი ნახშირორჟანგია. გარდა იმისა რომ ასეთი დიდი დეფორესტაცია (ტყის გაჩეხვა, გადაწვა, განადგურება) მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გლობალურ დათბობას, ის ჰაბიტატს (მახასიათებელ საარსებო გარემოს) უნადგურებას იქ მყოფ ცხოველებს. სულ რამოდენიმე ასეული ვეფხვი, ორანგუტანი, მარტორქა, დათვი და სპილო შემორჩა სუმატრას კუნძულზე. ეს ცხოველები უიშვიათეს ჯიშებს წარმოადგენენ და უაღრესად მნიშვნელოვანნი არიან იქაური ეკოსისტემისთვის. ბიოლოგ-კონსერვაციონისტები არ მალავენ ამ სახეობების სრულიად გაქრობის საშიშროებას.
           ახლა კი მიზეზებზე, რამაც გახადა პალმის ზეთი ასეთი პოპულარული - გამოიყენება ათასობით პროდუქციაში; მისი მოყვანა და დამზადება სხვა მცენარეებთან შედარებით ბევრად იაფი და ადვილია; დანარჩენი მცენარეული ცხიმებისგან განსხვავებით მდგრადი ზეთია, ანუ არ იწვის ადვილად და არ განიცდის სწრაფად ოქსიდაციას. თვითონ ცხიმი იმდენად მავნებელი არაა, რამდენადაც მისი კულტივაცია და შედგომ დამუშავება. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ადამიანები, ვინც პალმის ზეთის ინდუსტრიაში არიან, ხშირად ხდებიან შრომის უკანონო ექსპლუატაციის მსხვერპლნი - კომპანიები იყენებენ ბავშვთა შრომას, დასაქმებულ პირებს დღეში დაახლოებით 12 საათს ამუშავებენ, კვირაში 7 დღე და დღიური ანაზღაურება 6 აშშ დოლარია. მხოლოდ ინდონეზიაში 3 მილიონამდე ადამიანია ჩაბმული პალმის ზეთის ინდუსტრიაში და მათ უმრავლესობას აღენიშნება პროფესიული დაავადებები. ნაყოფის შეგროვება ძირითადად მამაკაცებს ევალებათ, გამომდინარე იქიდან რომ პალმის ნაყოფი დაახლოებით 20-25 კგ-ია; ქალებს კი პლანტაციებში სასუქის შეტანა და ფერტილიზაცია. თუკი დღის მანძილზე იწვიმებს, მათ ანაზღაურების მხოლოდ ნახევარს უხდიან. სასუქად იყენებენ პარაკვატს (paraquat), ქიმიკატს, რომელიც ევროპაში დიდი ხანია აკრძალულია. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ მისი გამოყენებისას პარკინსონის დაავადების რისკის გაზრდას. ქალები უმრავლეს შემთხვევაში ამ ქიმიურ ნივთიერებას ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე იყენებენ. დასაქმებულ პერსონალს არ გააჩნია სამედიცინო დაზღვევა, შესაბამისად თუ ისინი ავადდებიან, კომპანია მათ ზარალს არ უნაზღაურებს. სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები მუდმივად ატარებენ ამ პლანტაციებში გამოკვლევებს და ყველა მათგანი ერთხმად ადასტურებს რომ ადგილი აქვს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევას, ზიანი ადგება ეკოსისტემას და შედეგად ვიღებთ პროდუქტს, რომელიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
     სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გახდა საბაბი შექმნილიყო ორგანიზაცია RSPO. მასში გაერთიანდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც თავისი პლანტაციებით ზიანს არ აყენებენ გარემოს, არ იყენებენ შრომის უკანონო ექსპლუატაციას და არ აწარმოებენ შხამ-ქიმიკატებით დამზადებულ პალმის ზეთს. ასეთი გზით წარმოებულ პალმის ცხიმს sustainable ანუ მდგრადი, შესაბამისი, შესაფერისი უწოდეს. ორგანიზაციის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ რომელი კომპანიები იყენებენ მსგავსი ტიპის პალმის ზეთს.
      დასასრულს კი გთავაზობთ ფოტოს, რომელიც ასახავს პალმის ზეთის დისტრიბუტორ უმსხვილეს კომპანიებს. ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც თითოეული თავისი პროდუქტით ხელს უწყობენ გლობალურ დათბობას, ეკოსისტემის განადგურებას, შრომის უკანონო ექსპლუატაციას და ბოლოს, გვთავაზობენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე ჯანსაღ პროდუქტს. გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია თქვენი ყოველი გადაწყვეტილება. ნებისმიერი ადამიანის არჩევანს შეუძლია რაღაცის შეცვლა. გისურვებთ ჯანსაღ გარემოს, რომელიც აუცილებელი პირობაა თქვენი ჯანმრთელობისათვის.

Saturday, February 4, 2017

4 თებერვალი - კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ეს არის დღე, როცა ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან დაავადების წინააღმდეგ, რომელსაც არ აქვს საზღვრები. დაავადება კი თავის მხრივ არის მიზეზი ყველაზე მძიმე ფინანსური და სოციალური პრობლემებისა. 2016 წლის მონაცემებით ვარაუდობენ, რომ კიბო საშუალოდ 8 მილიონამდე ადამიანს კლავს. აქედან ნახევარი მათგანის ასაკი 30-დან 69 წლამდე მერყეობს. ალბათ ეს რიცხვი აბსტრაქტულად მოგეჩვენებათ, მაგრამ მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც ხდება კიბოს მსხვერპლი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მომდევნო 30 წელიწადში მოსახლეობის პოპულაცია გაიზრდება განვითარებადი ქვეყნების დასახლებულ ნაწილებში. დაუგეგმავი და არასწორად გაშენებული ურბანული ტიპის დასახლებები კი მეტად გაზრდის რიგი დაავადების - გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტის და სიმსივნეების რისკს. ასევე სავარაუდოა სოფლის მეურნეობის გაძლიერებაც, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქიმიური სასუქის გამოყენებას კვების მრეწველობაში.  ასეთი ტიპის ქვეყანებს მიეკუთვნება საქართველოც.
კიბოს გამომწვევი მიზეზი სამწუხაროდ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, იქნება ეს არასწორი ურბანიზაცია, დაბინძურებული გარემო, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, მავნე ქიმიური ნივთიერებებით მდიდარი საკვები თუ უბრალოდ გენეტიკა.
ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ გვაქვს ბიოლოგიურად სუფთა საკვების ფართო არჩევანი, თუმცაღა არსებობს რამდენიმე ისეთი მაღაზია, სადაც შეგვიძლია შევიძინოთ ორგანულად ჯანსაღი საკვები, პირადი ჰიგიენის საშუალებები და საკვები დანამატები. ერთ-ერთი მათგანს მიეკუთვნება ბრიტანული კომპანიის, ჰოლანდ ენდ ბარეტის მაღაზია საქართველოში.
Holland & Barrett არის ევროპაში გავრცელებული მაღაზიათა ქსელი, რომლის მუშაობის ფორმულა უნიკალურია. ის შეესაბამება თანამედროვე საზოგადოების განვითარების დონეს, სადაც ცხოვრების ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.  კომპანიის პოლიტიკა არ მოიცავს მხოლოდ ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. ამის გარდა ის ზრუნავს გარემოზე, სადაც გვიწევს ცხოვრება, ცდილობს რა თავისი არსებობით მაქსიმალურად შესაბამისობაში იყოს ეკოსისტემასთან და არ დააზიანოს ის. საკვების წარმოებისას არ იყენებს მავნე ქიმიურ დანამატებს, ხოლო მცენარეული სამკურნალო საშუალებების შეგროვება ხდება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ზონაში. პირადი ჰიგიენის პროდუქციის შესაფუთად იყენებს მასალას, რომელიც აუცილებლად ბიოდეგრადირებადია. აქვე დავამატებ რომ ეს პროდუქცია არ შეიცავს მავნე კონსერვანტებს, პარაბენებს, სულფატებს და ალუმინს, რომლებიც მოგეხსენებათ ითვლებიან სიმსივნის მაპროვოცირებელ ელემენტებად.
პროდუქციის თითოეულ შეფუთვაზე დატანილია ხარისხის შესაბამისი და ბიოპროდუქციის დამადასტურებელი სერთიფიკატი. მაღაზიის ასორტიმენტში ნახავთ ერთდროულად გემრიელ და სასარგებლო ბუნებრივ პროდუქტების მიქსს. ასევე, სხვადასვა ჰომეოპათიურ საშუალებებს, სპორტულ და საკვებ დანამატებს.
გარდა განსაკუთრებული პროდუქტებისა, მაღაზიაში თქვენ დაგხვდებათ მომსახურე პერსონალი, რომელსაც უამრავი ინფორმაცია და ცოდნა გააჩნია ჯანმრთელობისა და ჰიგიენის სფეროში. თანამშრომლები გამოირჩევიან განსაკუთრებული გულისხმიერებით, პროფესიონალიზმითა და ცოდნით. ამიტომ მათი რჩევები ყოველთვის შესანიშნავია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!