Wednesday, December 28, 2016

ნაწილი პირველი: ტვინი და შაქარი

           ოდესმე გიფიქრით იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ჩვენზე, უფრო სწორედ კი ჩვენს ტვინზე შაქარი? პირადად მე, ყოველთვის მეგონა ტკბილეული კარგი აზროვნებისთვის იყო აუცილებელი. ალბათ ბევრ თქვენგანს დაულევია ბავშვობაში დილით თაფლიანი წყალი ან გამოცდის წინ უჭამია შოკოლადები. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ბრაუნი, ტკბილეული, ნაყინი, გაზიანი სასმელი...
დარწმუნებული ვარ სამზარეულოსკენ გაგექცათ ფიქრები. რატომ? რატომ გვიჭირს ადამიანებს ტკბილ საკვებზე უარის თქმა?
           შაქარს ძირითადად ვუწოდებთ ნახშირწყლების მოლეკულებს, რომლებიც ყველა სახის საკვებში გვხვდება. ამის შესამოწმებლად შეგიძლიათ დააკვირდეთ ტკბილეულის შემადგენლობას: გლუკოზა, ფრუქტოზა, სუკროზა, მალტოზა, ლაქტოზა, დექსტროზა და სახამებელი. იგივე შემადგენლობა აქვს ხილის წვენს, სხვადასხვა სიროფებს, ყავისფერ შაქარს და თაფლს.
           შაქარი ტკბილეულის გარდა კიდევ გვხვდება კეტჩუპში, იოგურტში, გამომშრალ ხილში (ჩირებში), არომატიზირებულ, გაზიან სასმელებში. რადგან შაქარი ყველგან არსებობს, მნიშნველოვანია ვიცოდეთ როგორ მოქმედებს ის ჩვენს ტვინზე. რა ხდება როცა შაქარი ენას ეხება? რატომ გვინდება ცოტა რაოდენობით შაქრის მიღების მერე უფრო მეტი რაოდენობით მისი მიღება?
           მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მექანიზმი. მაგალითისთვის ავიღოთ შოკოლადი. მისი ჭამის დროს, მასში არსებული შაქარი იწვევს ენაზე არსებული რეცეპტორების გაღიზიანებას. შედეგად ნერვული უჯრედების საშუალებით ეს ინფორმაცია გადაეცემა თავის ტვინს. აქ უკვე ხდება კორტექსის სიტკბოს ზონის გაღიზიანება, რაც იწვევს სხვადასხვა ქიმიური რეაქციების ერთობლიობას სახელად ,,დაჯილდოვების მექანიზმი'' (reward system). ესაა კომპლექსური ელექტრო იმპულსები, რომლებიც თავის ტვინის ქერქში ყალიბდება და პასუხობს კითხვას: ისევ გავიმეორო თუ არა? სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი ციცქნა შოკოლადის გასინჯვის დროს თქვენს ტვინში დიდი აფეთქებები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ის გაიძულებთ მოქმედების გამეორებას. იგივე ემართება ორგანიზმს ნარკოტიკების მოხვედრის, სექსუალური აქტივობის და კომუნიკაციის დროს. ეს ქცევები ყველა ააქტიურებს ,,დაჯილდოვების მექანიზმს''. თუმცა მათი ზედოზირება ადამიანს საფრთხეში აგდებს.
           შაქრის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმს ხდის უკონტროლოს, ზრდის მის მგრძნობელობას  გლუკოზის მიმართ და იწვევს კანკალს. შაქარი პირიდან კუჭში, შემდეგ კი ნაწლავებში გადადის. აქაც გვხვდება რეცეპტორები, რომლებიც ტვინს გადასცემენ ინფორმაციას საკმარისი საკვების შესახებ ან აფრთხილებენ გამოიმუშავოს მეტი ინსულინი პანკრეასმა, რათა მოხდეს გლუკოზის ათვისება. ,,დაჯილდოვების მექანიზმის'' მთავარი ნეიროტრანსმიტერია დოფამინი, რომლის ნეირორეცეპტორები არათანაბრადაა ორგანიზმში განაწილებული. დოფამინი გამოიყოფა ალკოჰოლის, ნარკოტიკების ან ნიკოტინის მიღების დროს, რაც იწვევს თრობას. ეს ხდება კიდეც შემდგომში დამოკიდებულების ჩამოყალიბების საფუძველი. შაქარიც მსგავსად მოქმედებს - იწვევს დოფამინის ორგანიზმში გამოთავისუფლებას განსხვავებით ბოსტნეულისგან, რომელიც ნაკლებად მოქმედებს დოფამინის სეკრეციაზე. ამიტომაცაა ბავშვებს ტკბილეული უფრო მეტად რომ უყვართ, ვიდრე ბოსტნეული.
           ცოტა რამ დოფამინის შესახებ - ესაა სიამოვნების და მოტივაციის ჰორმონი, რომელიც რაღაც დოზით იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ის ყველაზე დიდი დოზით გამომუშავდება სიამოვნების პროცესში - ჭამის, სქესობრივი აქტივობის და რამდენიმე მედიკამენტის მოქმედების დროს. დოფამინის სეკრეციის დარღვევასთან ასოცირდება პარკინსონის, შიზოფრენიის, ტრემორის და სხვა დაავადებების რისკი. დოფამინის ფუნქციებიდან მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა სწავლის პროცესში.
           რაც შეეხება ჯანსაღ საკვებს, თუ თქვენ ბალანსირებულად იკვებებით, ანუ იღებთ ბოსტნეულს, ხილს, თევზს და რძის ნაწარმს, თავდაპირველად თქვენი ტვინი ამას სიხარულით ხვდება - გამოიმუშავებს დოფამინს. მაგრამ საკმარისია 1 კვირის მანძილზე საკვები არ შეცვალოთ, გამოყოფილი დოფამინის რაოდენობა თანდათან შემცირდება. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი, ტვინი ფიქრობს რომ საკვები დაძველდა და მეორე, ახალი და განსხვავებული საკვები ახალი ვიტამინების და მინერალების წყაროა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკვების ვიზუალურად გახალისება, გაფერადება, რათა თქვენი ორგანიზმი მოხარული იყოს იმ საკვებისა, რასაც აწვდით. როგორც უკვე ვნახეთ, დოფამინის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ბედნიერ განწყობასთან.
           კიდევ ერთი საკითხი. რა მოხდებ თუკი ჩვენ მუდმივად მივიღებთ მაღალი შაქრის შემცველ საკვებს? ამ შემთხვევაში ტვინი ისევ გამოიმუშავებს დოფამინს და უკონტროლოდ გააგრძელებს ,,დაჯილდოვების მექანიზმის'' ჩართვას.
           შაქარი იწვევს დამოკიდებულებას და მსგავსია ნებისმიერი სხვა სახის ნარკოდამოკიდებულების მექანიზმისა. ესაა მიზეზი თუ რატომ გვიყვარს ტკბილი, გაზიანი სასმელები, დონატები და სხვა მაღალი შაქრის შემცველი პროდუქტები.
           ეს არ ნიშნავს რომ შაქარზე უარი უნდა ვთქვათ, შაქრის ყველა სახეობა უნიკალური და განსაკუთრებულია. თუმცაღა, აუცილებელია მათი საჭიროებისამებრ გამოყენება, რათა შემდგომში არ გამოიწვიოს დიაბეტი და სხვა სახის დაავადებები.

წყარო: ტედ-ედი

Sunday, December 18, 2016

პარაბენები - ვინ არიან ,,ისინი''?

ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე იშვიათად ვუკვირდებით რას ვყიდულობთ და კიდევ უფრო იშვიათად ვკითხულობთ ანოტაციებს/შემადგენლობებს. ძირითადად გვგონია რომ ფასი განაპირობებს ხარისხს და თუკი ძვირს გადავიხდით, შესაბამისად გარანტირებულად დაცული ვიქნებით მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან. სამწუხაროდ ესეთი მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს. დღევანდელ პოსტში მინდა მოგიყვეთ პარაბენებზე. იმედი მაქვს ცოტათი მაინც ჩაგაფიქრებთ იმაზე, თუ რას ყიდულობთ.



ეს არის პარაბენის, უფრო ზუსტად კი მეთილპარაბენის (E218) მოლეკულური სტრუქტურა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი რამეა. თვითონ სიტყვა პარაბენი გამომდინარეობს პარა-ჰიდროქსიბენზოის მჟავისგან (para-hydroxybenzoic acid), რომელიც აერთიანებს მეთილპარაბენს (E218), ეთილპარაბენს (E214), პროპილპარაბენს (E216), ბუთილპარაბენს და ჰეპტილპარაბენს (E209). ყველა მათგანს ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანუ პროდუქტში სადაც ისინი მოხვდებიან, აღარ ხდება მიკროორგანიზმების გამრავლება. დაახლოებით 80 წელია რაც პარაბენებს აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა სახის მრეწველობაში - იქნება ეს კოსმეტიკა, ბავშვის მოვლის საშუალებები თუ საკვები. გამომდინარე მათი ანტიბაქტერიული მოქმედებიდან, პარაბენები ახანგრძლივებენ პროდუქციის ვადას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი გამოიყენება როგორც შემნახველი ნივთიერებები.
კოსმეტიკაში პარაბენების გამოყენება დაშვებულია 0,01-0,3%-მდე კონცენტრაციით. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, დღეს არსებული კოსმეტიკის 70% შეიცავს პარაბენებს, ზოგიერთი კი უფრო დიდ რიცხვსაც ასახელებს. ძალიან ძნელად თუ შეხვდებით მხოლოდ ერთ მათგანს პროდუქტში - როგორც წესი, მინიმუმ ორი მათგანი მაინც გვხვდება ხოლმე ერთად. 


არსებობს ეჭვი, რომ პარაბენებს შეუძლიათ მკერდის კიბოს გამოწვევა. ამ მოსაზრებას ბოლოდროინდელი კვლევებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც საოფლე ჯირკვლების ზუსტად ის ნაწილი იყო დაავადებული ადამიანების უმრავლესობაში, სადაც ანტიპერსპირანტებს გამოვიყენებთ ყველაზე დიდი დოზით. ამის გამო დანია იყო პირველი ქვეყანა, სადაც აიკრძალა ორი ტიპის პარაბენის გამოყენება ბავშვის მოვლის პროდუქციაში. არსებობს კიდევ ესელესები (SLS - Sodium Lauryl Sulfate ან SLES - Sodium Laureth Sulfate), რომელიც სითხეს გარდაქმნის ქაფად. ისინი აქტიურად გამოიყენება შამპუნებში, საპნებში, კბილის პასტებში და სარეცხ საშუალებებში. მის ტოქსიკურობაზე არსებობს ეჭვი, ვინაიდან მოქმედებაში შედის სხვა კომპონენტებთან. ხშირად იწვევს სკალპის გაღიზიანებას, თვალის და კანის წვას. ახასიათებს ალერგიული რეაქციები.


როგორ ავიცილოთ თავიდან პარაბენები? ეცადეთ დააკვირდეთ შემადგენლობას და ყურადღებით წაიკითხოთ ის. თუკი ზემოთ ჩამოთვლილი 5 პარაბენიდან ერთი მაინც შეგხვდათ, ე.ი. თქვენს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებთ. გარდა ამისა, თუ რომელიმე კომპონენტი ბოლოვდება სიტყვაზე ,,პარაბენ'', ეს ნიშნავს რომ მასში ნამდვილად არის პარაბენი. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ თქვენ თავს და გარშემომყოფებს დაიცავთ არასასურველი დიაგნოზებისგან.

Saturday, December 3, 2016

გლუტენი და მისი არსებობა საკვებში

ბოლო პერიოდში ხშირად ლაპარაკობენ ადამიანები გლუტენის აუტანლობაზე, ალერგიაზე და მის მავნებლობაზე ზოგადი ჯანმრთელობის მხრივ. დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი მწირი ცოდნა გლუტენის შესახებ, რომელიც მოვიძიე და შევკრიბე თქვენთვის.

რა არის გლუტენი (გლუტეინი, წებოვანა) ?

გლუტენი (გლუტეინიწებოვანა) არის იმ ცილების საერთო დასახელება, რომლებიც გვხვდება ხორბალში (wheatberries, durum, emmer, semolina, spelt, farina, farro, graham, KAMUT® khorasan wheat and einkorn), ჭვავში, ქერში და ჰიბრიდული ჯიშის ხორბალში (triticale), რომელიც მიიღეს ხორბლისა და ჭვავისაგან 19- საუკუნეში შოტლანდიასა და გერმანიაში. გლუტენი მოქმედებს როგორც წებო  და ეხმარება საკვებს ფორმის ჩამოყალიბება-შენარჩუნებაში. მისი არსებობა განაპირობებს ცომის ელასტიურობას. ის შეიძლება შეგვხვდეს ბევრნაირ საკვებში, იქაც კი სადაც არ ველით. გლუტენს ზოგიერთი ადამიანი, დაახლოებით ასიდან ერთი, ვერ ინელებს -  გლუტენის აუტანლობა აქვს, ან ალერგიას იწვევს მათში. გლუტენის აუტანლობას ცელიაკი ეწოდება. 


სად გვხვდება გლუტენი?

ჩვეულებრივ, გლუტენი გვხვდება პურში, საკონდიტრო ნაწარმში, სოუსებში (მაიონეზი, კეტჩუპი), სუფებში, სალათის დრესინგებში, roux ( ფქვილი და ცხიმი ერთად, გამოიყენება როგორც შემასქელებელი), პასტას ნაირსახეობაში, ბურღულეულში, გაღივებულ-გაჯირჯვებულ მარცვლეულში, საკვებ საღებავებში, ლუდში და ლუდის საფუარაში (Brewer’s yeast). 
წებოვანას ხანდახან ისეთ საკვებ პროდუქტებშიც ამატებენ, რომლებიც ერთი შეხედვით 
გლუტენს არ უნდა შეიცავდნენ - სისქისთვის იყენებენ იოგურტებში, 
ნაყინში, შოკოლადში, სიროფებში, სოსისებში, ძეხვეულში, კოტლეტებში.
რაც შეეხება შვრიას, ის ჩვეულებრივ არ შეიცავს გლუტენს, თუმცა რადგან ხშირად ხდება შვრიის და ხორბლის გვერდიგვერდ დათესვა, დაფქვა და შენახვა, ახლო კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს იგივე სიმპტომებირაც ხორბალმა. ამიტომ ექიმები გლუტენზე ალერგიულ პაციენტებს მხოლოდ ისეთი შვრიის მიღებას ურჩევენრომელსაც აქვს ნიშანი „უგლუტენო’’.
პროდუქტებისადაც გლუტენი დანამდვილებით არ შეგვხვდება –ხორცითევზიკვერცხიკარტოფილიბრინჯისიმინდითხილეულიხილიბოსტნეულირძის პროდუქტებირომლებიც ნატურალური კომპონენტებისგანაა დამზადებული და მათში მშრალი რძე არ არის გამოყენებულიასევე უსაფრთხოა ამ მხრივთუმცა აღსანიშნავია, რომ გლუტენის ალერგიის დროს ხშირად აღინიშნება ადამიანებში ლაქტოზის აუტანლობაც, ამიტომ ოჯახები, სადაც ერთი ასეთი პაციენტი მაინც მოიძებნება, განსაკუთრებით თუ ის პატარა ბავშვია, მთლიანად გადადიან უგლუტენო და ულაქტოზო დიეტაზე.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, უგლუტენო დიეტა საჭიროა ყველა ადამიანისთვის. ეს აზრი გამომდინარეობს იქიდან, რომ მარცვლეული ძირითადად ფრინველების საკვებია და ადამიანებს მათგან განსხვავებით, არ გაგვაჩნია ფერმენტების საკმარისი რაოდენობა მათი დაშლისთვის. 



რა არის ცელიაკი და როგორი გავრცელება ახასიათებს მას?

ეს არის სერიოზული აუტოიმუნური, გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც გლუტენის მიღება იწვევს წვრილი ნაწლავების დაზიანებას. იწყება ანთებითი პროცესი, ორგანიზმი გლუტენის ცილას აღიქვავს ,,უცხოდ’’, იწყებს ჭარბი რაოდენობით ანტისხეულების გამომუშავებას და მასთან ბრძოლას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ორგანიზმი ებრძვის ცილას, რომელსაც ვერ ინელებს და ამასობაში ზიანდება ნაწლავის გარსი. თავდაპირველად ასეთ რეაქციებს მიაწერენ ხოლმე ენტეროვირუსებს, რაც ისედაც ხშირია ბავშვებში გამომდინარე ჯერ არ ჩამოყალიბებული იმუნიტეტით. ამიტომ ძნელდება საწყის ეტაპზე სწორი დიაგნოზის დასმა. ამასობაში ხდება ნაწლავის ხაოების დიდი რაოდენობით განადგურება (გაბრტყელება), რასაც უკავშირდება შემდგომში ლაქტოზის აუტანლობაც. ამის გამო ვეღარ მიეწოდება ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებები. ადამიანებს ამ დროს ეწყებათ რკინა-დეფიციტური ანემია, ავიტამინოზი, რჩებიან საჭირო მიკროელემენტების გარეშე.



      
      დაავადებები, რომელიც შეიძლება ცელიაკმა გამოიწვიოს:

ლაქტოზის აუტანლობა; რკიან დეფიციტური ანემია; ახალგაზრდა ასაკში დაწყებული ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი; უშვილობა და თვითნებური აბორტები; ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა; ცენტრალური და პერიფერიულ ნერვული სისტემის ისეთი დააადებები როგორიცაა ატაქსია, ეპილესიური გულყრები, დემენცია, შაკიკი, ნეიროპათიაპანკრეასის დაავადებებინაღვლის ბუშტის ფუნქციის მოშლა;
სიმსივნეებიდან შეიძლება გამოწვიოს:
1. არაჰოჯკინის ლიმფომა - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ლიმფური სისტემის უჯრედებისისხლის თეთრი რიგის უჯრედები ანუ ლიმფოციტებიარაჰოჯკინის ლიმფომის დროს ლიმფოციტები იქცევიან სიმსივნური უჯრედების მსგავსად, უკონტროლოდ მრავლდებიან, იზრდებიან და არ კვდებიან დადგენილი წესის მიხედვით. ამიტომაც აჰლ მიეკუთვნება სიმსივნურ დაავადებათა ჯგუფს.
2.კოლორექტული კიბო - მსოფლიოში ყოველწლიურად კოლორექტული კიბოს მილიონამდე ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და დაახლოებით 500 ათასი ადამიანი იღუპება.მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო  ეს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც საქართველოში გავრცელების მიხედვით მესამე ადგილი უჭირავს.
3. საყლაპავის კიბო - საყლაპავი მილის ავთვისებიანი სიმსივნე.
4. პაპილარული კიბო - ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
5. მელანომა - კანის ავთვისებიანი სიმსივნე.
სიმსივნეების გარდა ის ხშირად არის დაკავშირებული სხვა ავტოიმუნურ დაავადებებთან, განსაკუთრებით თირეოიდულ დაავადებებთან და დიაბეტის 1 ტიპთან.

როგორ სვავენ დიაგნოზს?

ცელიაკის დიაგნოზის დასმა ხდება უბრალო სისხლის ანალიზითადამიანებსრომლებსაც აქვთ ცელიაკი და ჭამენ გლუტეინიან საკვებსსისხლში ძალიან დიდი რაოდენობით აქვთ ანტისხეულებირომლებიც გლუტენის ცილას ,,ებრძვიან''ცელიაკის საბოლოო დიაგნოზისთვის საჭიროა წვრილი ნაწლავებიდან ენდოსკოპიური ბიოფსია. ექიმმა ასეთი კვლევა მხოლოდ მაშინ უნდა ჩაატაროს, თუკი აქვს ეჭვი ცელიაკზე და გენეტიკური კოდიც უდასტურებს ამ ეჭვს. სამწუხაროდსაქართველოში ამ მხრივ ბევრი პრობლემაა
 და ადამიანები არჩევენ ანალიზების უცხოეთში ჩატარებას.

როგორ მკურნალობენ?

ცელიაკის ერთადერთი მკურნალობის გზა არის მკაცრი უგლუტენო დიეტასიმპტომები რამდენიმე კვირაში ლაგდება, თუმცაღა, დაზიანებული ნაწლავების აღდგენას შეიძლება მთელი სიცოცხლეც კი არ ეყოს.



როგორ მიიღება უგლუტენო საკვები?

გლუტენს დანამდვილებით არ შეიცავს ხორცი, ბოსტნეული, ხილი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტი თუ ის დამზადებულია ნატურალური კომპონენტებისგან.
ჯანსაღი ცხიმებიდან ის არ შედის ქოქოსის, ზეითუნის, სელის, ამარანტის, ნუშის, სეზამის, მზესუმზირის, ჩიას და გოგრის თესლების, ავოკადოს ცხიმში.
მარცვლეული კულტურებიდან გლუტენისგან თავისუფალია ამარანტი, ბრინჯი, ოსპი, ლობიო, წიწიბურა, მუხუდო, ფეტვი, ბარდა, ქინოა, სორგო, სიმინდი.
უგლუტენო დიეტის მთავარი პრობლემა არის ხოლმე პური და საკონდიტრო ნაწარმი. ამიტომ ასეთ დროს ძირითადად იყენებენ ხოლმე ფქვილს, რომელიც მზადდება ცილისგან და სახამებლისგან. ფქვილის იდეალური ფორმულა გამოიყურება ასე: 4 წილი ცილა + 6 წილი სახამებელი. ცილა შეიძლება მიიღონ სიმინდისგან, ყავისფერი ბრინჯისგან, წიწიბურისგანქინოასგან, შვრიისგან, ფეტვისგან, სორგოსგან. ხოლო სახამებელს იღებენ კარტოფილის სახამებლისგან, თეთრი ბრინჯისგან, სიმინდის ფქვილისგან, კარტოფილის ფქვილისგან, ტაპიოკასგან, ამარანტისგან და ტკბილი ბრინჯისგან.
საკონდიტრო წარმოებისთვის კარგად გამოიყენება ბოლო პერიოდში ბანანის ფქვილი, რომელიც აღარ საჭიროებს დამატებით შაქარს. დამეთანხმებით, ძალიან კარგი ალტერნატივაა დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის.





თბილისში საბედნიეროდ არსებობს მაღაზიები, სადაც შეიძლება უგლუტენო საკვების შეძენა. ერთ-ერთი მათგანია ბრიტანული მაღაზია ''holland and barrett'', რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ორგანულ, ჯანსაღ პროდუქციას. აქ ასევე წარმოდგენილია უგლუტენო და ულაქტოზო საკვების ფართო არჩევანი.
ბოლოს კი მინდა გირჩიოთ ჯანსაღი საკვები თქვენი ჯანმრთელობისთვის.