4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის
საერთაშორისო დღეა.
ეს
არის დღე, როცა ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან დაავადების წინააღმდეგ, რომელსაც
არ აქვს საზღვრები. დაავადება კი თავის მხრივ არის მიზეზი ყველაზე მძიმე ფინანსური
და სოციალური პრობლემებისა. 2016 წლის მონაცემებით ვარაუდობენ, რომ კიბო საშუალოდ
8 მილიონამდე ადამიანს კლავს. აქედან ნახევარი მათგანის ასაკი 30-დან 69 წლამდე მერყეობს.
ალბათ ეს რიცხვი აბსტრაქტულად მოგეჩვენებათ, მაგრამ მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი
სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც ხდება კიბოს მსხვერპლი.
ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მომდევნო 30 წელიწადში მოსახლეობის პოპულაცია
გაიზრდება განვითარებადი ქვეყნების დასახლებულ ნაწილებში. დაუგეგმავი და არასწორად
გაშენებული ურბანული ტიპის დასახლებები კი მეტად გაზრდის რიგი დაავადების - გულ-სისხლძარღვთა,
დიაბეტის და სიმსივნეების რისკს. ასევე სავარაუდოა სოფლის მეურნეობის გაძლიერებაც,
რაც გულისხმობს სხვადასხვა ქიმიური სასუქის გამოყენებას კვების მრეწველობაში. ასეთი ტიპის ქვეყანებს მიეკუთვნება საქართველოც.
კიბოს
გამომწვევი მიზეზი სამწუხაროდ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, იქნება ეს არასწორი ურბანიზაცია,
დაბინძურებული გარემო, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, მავნე ქიმიური ნივთიერებებით მდიდარი
საკვები თუ უბრალოდ გენეტიკა.
ჩვენს
ქვეყანაში ჯერჯერობით არ გვაქვს ბიოლოგიურად სუფთა საკვების ფართო არჩევანი, თუმცაღა
არსებობს რამდენიმე ისეთი მაღაზია, სადაც შეგვიძლია შევიძინოთ ორგანულად ჯანსაღი საკვები,
პირადი ჰიგიენის საშუალებები და საკვები დანამატები. ერთ-ერთი მათგანს მიეკუთვნება
ბრიტანული კომპანიის, ჰოლანდ ენდ ბარეტის მაღაზია საქართველოში.
Holland & Barrett არის ევროპაში გავრცელებული
მაღაზიათა ქსელი, რომლის მუშაობის ფორმულა უნიკალურია. ის შეესაბამება თანამედროვე
საზოგადოების განვითარების დონეს, სადაც ცხოვრების ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება
ექცევა. კომპანიის პოლიტიკა არ მოიცავს მხოლოდ
ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. ამის გარდა ის ზრუნავს გარემოზე, სადაც გვიწევს ცხოვრება,
ცდილობს რა თავისი არსებობით მაქსიმალურად შესაბამისობაში იყოს ეკოსისტემასთან და არ
დააზიანოს ის. საკვების წარმოებისას არ იყენებს მავნე ქიმიურ დანამატებს, ხოლო მცენარეული
სამკურნალო საშუალებების შეგროვება ხდება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ზონაში. პირადი
ჰიგიენის პროდუქციის შესაფუთად იყენებს მასალას, რომელიც აუცილებლად ბიოდეგრადირებადია.
აქვე დავამატებ რომ ეს პროდუქცია არ შეიცავს მავნე კონსერვანტებს, პარაბენებს, სულფატებს
და ალუმინს, რომლებიც მოგეხსენებათ ითვლებიან სიმსივნის მაპროვოცირებელ ელემენტებად.
პროდუქციის
თითოეულ შეფუთვაზე დატანილია ხარისხის შესაბამისი და ბიოპროდუქციის დამადასტურებელი
სერთიფიკატი. მაღაზიის ასორტიმენტში ნახავთ ერთდროულად გემრიელ და სასარგებლო ბუნებრივ
პროდუქტების მიქსს. ასევე, სხვადასვა ჰომეოპათიურ საშუალებებს, სპორტულ და საკვებ დანამატებს.
გარდა
განსაკუთრებული პროდუქტებისა, მაღაზიაში თქვენ დაგხვდებათ მომსახურე პერსონალი, რომელსაც
უამრავი ინფორმაცია და ცოდნა გააჩნია ჯანმრთელობისა და ჰიგიენის სფეროში. თანამშრომლები
გამოირჩევიან განსაკუთრებული გულისხმიერებით, პროფესიონალიზმითა და ცოდნით. ამიტომ მათი რჩევები ყოველთვის შესანიშნავია.
გისურვებთ
ჯანმრთელობას!
No comments:
Post a Comment